,,გამოქანების პროცესში ხართ და გაკვირდებით როდის დაენარცხებით”- სალომე სამადაშვილი

,,მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ შაპიტოს დირექტორი ხართ და არა პარლამენტის თავმდჯომარე,”- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ცოტა სხვანაირად მოიქცეოდა.

,,ბატონო შალვა, თქვენ როდესაც ამბობთ, რომ ამ პარლამენტში რაც ხდებოდა, ამას უყურებდით, მე მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ შაპიტოს დირექტორი ხართ და არა პარლამენტის თავმდჯომარე, იმიტომ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ცოტა სხვანაირად მოიქცეოდა. თქვენ რასაც დღეს აკეთებთ არის საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედება, ამიტომ გიწევთ ამ უსაფრთხოების ზომების გატარება. თქვენ ხართ უმცირესობაში და ამიტომ გიწევთ ძალადობით ამ კანონის გათრევა პარლამენტში. მე თქვენს ადგილზე დავფიქრდებოდი, იმიტომ, რომ არ ვიცი აღმოსავლურ ორთთაბრძოლებში თუ ერკვევით, მაგრამ არსებობს ასეთი „აიკიდო“ ჰქვია და რაც უფრო სწრაფად გამოექანება მოწინააღმდეგე, მით უფრო მარტივი ილეთით დაენარცხება ძალიან მწარედ და თქვენ ახლა მაგ მდგომარეობაში ხართ, გამოქანების პროცესში ხართ და გაკვირდებით როდის დაენარცხებით ძალიან მაწარედ მიწაზე, – განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი თემები