,,როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, აქ საჭიროა უსაფრთხოების დაცვა”- შალვა პაპუაშვილი

,,როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, აქ საჭიროა უსაფრთხოების დაცვა,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წევრებსა და მანდატურის სამსახურს მადლობა გადაუხადა.

,,რაც შეეხება უსაფრთხოების რეჟიმს. როგორც იცით, საქართველოს პარლამენტის სასახლეს, მართალია, მანდატურის სამსახური გვყავს, მაგრამ იცავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ისევე როგორც სხვა ადმინისტრაციულ შენობებს. ეს დღეები როდესაც განსაკუთრებულად გაძლიერებული რეჟიმია, შენობაში იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, მინდა მათაც მადლობა გადავუხადო. სხვა აქ არავინ არაა. მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ პატივი ვცეთ იმ წესრიგს, რომელსაც ვცდილობთ, რომ იყოს აქ და ეს არის მიზანი. გუშინაც, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა პარლამენტის წევრების მხრიდან მანდატურების თუ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების მიმართ დამუნათებას, მორალის კითხვას. გთხოვთ, შეეშვათ ამას! ეს ხალხი საქმე-საქმეზე თუ მიდგა, თქვენს უსაფრთხოებას დაიცვას საკუთარი სიცოცხლის ფასად და ვცეთ პატივი მათ. მაგიდების აყირავება ვნახეთ, ძალადობა ვნახეთ, მოქალაქეებზე ძალადობაც ვნახეთ. დღესაც არის სპეციალური რეჟიმი. გთხოვთ, ამიტომ პატივი ვცეთ ამას. არავის სიამოვნებს, როცა გაძლიერებული უსაფრთხოების რეჟიმია. როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, აქ საჭიროა უსაფრთხოების დაცვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები