,,ეს არის შიშის მაჩვენებელი”- ხატია დეკანოიძე

,,რაც დღეს ხდება და როგორც იცავს სახელმწიფო, ხელისუფლება, უმრავლესობა, „ქართული ოცნება“ დეპუტატებისგან და პრესისგან თავს, არის წარმოუდგენელი“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის შიშის მაჩვენებელი.

„არ ვიცი, რატომ დაჭირდა ხელისუფლებას, რომ ყველაზე უფრო წარმომადგენლობითი ორგანო ვინც უნდა იყოს, დაიცვას სუს-ის და შსს-ის რაზმებით ჩვენგან და თქვენგან. ეს არის შიშის მაჩვენებელი. ამ კანონპროექტის მიღება ძალიან მძიმე იქნება ქვეყნის მომავლისთვის, არ გამოუვათ ის გზავნილი, რომ ყველა თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ ქვაბში მოხარშონ, მეცნიერები, საფეხბურთო კლუბები, ყველა ადამიანი, ვისაც საქართველოს მომავლისთვის უშრომია, ვნახეთ ყველას მოსაზრება. ოპოზიცია ვაპირებთ კოორდინირებულ მოქმედებას საქართველოს პარლამენტში, ვაპირებთ გვქონდეს კომუნიკაცია და კოორდინაცია არასამთავრობო სექტორთან. რაც დღეს ხდება და როგორც იცავს სახელმწიფო, ხელისუფლება, უმრავლესობა, „ქართული ოცნება“ დეპუტატებისგან და პრესისგან თავს, არის წარმოუდგენელი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი თემები