,,გასამხედროებული წესია პარლამენტში, ასე იქნება მთელ ქვეყანაში ამ კანონის მიღების შემთხვევაში”- ანა ნაცვლიშვილი

საქართველოს პარლამენტში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ბიუროს დარბაზთან მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

”ლელოს” წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ასამხედროებული წესია პარლამენტში, ასე იქნება მთელ ქვეყანაში ამ კანონის მიღების შემთხვევაში.

,,დემოკრატიულ და ქვეყნის სასიკეთო კანონს რომ იღებდეს დღეს ქართული ოცნება, ეს ვითარება არ იქნებოდა. საკუთარი თვალით ხომ ხედავთ ბიურომდე არ გიშვებენ ჟურნალისტებს, რომლებიც აკრედიტებული ხართ, წლებია ამ პარლამენტში მუშაობთ. გასამხედროებული წესია პარლამენტში, ასე იქნება მთელ ქვეყანაში ამ კანონის მიღების შემთხვევაში. ესაა ყველაზე ნათელი ლუსტრაცია. დემოკრატიულ ქვეყნებში, დემოკრატიულ კანონებს პარლამენტი ხალხისგან არ იცავს ძალოვნების მეშვეობით, ესაა ნათელი სურათი, რა კანონის მიღებას აპირებენ”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი თემები