ქართველი დეპუტატები “უცხოელი აგენტების” კანონის გამო ჩხუბობენ – ”ბიბისი”

ბრიტანული გამოცემა ”ბიბისი” გუშინ, საქართველოს პარლამენტში დატრიალებულ მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს სტატიას სათაურით “ქართველი დეპუტატები “უცხოელი აგენტების” კანონის გამო ჩხუბობენ”.

როგორც ”ბიბისი” წერს, დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტის სხდომაზე იმ კანონპროექტის განხილვას მოჰყვა, რომელიც “ცდილობს, ზოგიერთ ორგანიზაციას აიძულოს, თავი “უცხოური აგენტების” სიაში შეიყვანოს.

,,საქართველოში დეპუტატები იბრძოდნენ საპარლამენტო კომიტეტის მოსმენის დროს შემოთავაზებულ კანონმდებლობაზე, რომელიც ცდილობს აიძულოს ზოგიერთი ორგანიზაცია, თავი “უცხოური აგენტების” სიაში შეიყვანოს.

ეს ეხება ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ თავიანთი სახსრების მეხუთედზე მეტს საზღვარგარეთიდან და აიძულებენ მათ დაემორჩილონ ხელისუფლების მხრიდან მონიტორინგს.

კრიტიკოსები პარლამენტის წინ აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ კანონმდებლობა რუსეთის კანონმდებლობაზეა შექმნილი, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და განსხვავებული აზრის ჩასახშობად არის შექმნილი,” -წერს ”ბიბისი”

მსგავსი თემები