„აუცილებელია, შეიქმნას წინააღმდეგობის მოძრაობა“ – მამუკა ხაზარაძე

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი „ხალხის ძალის“ კანონპროქტის ჩასაგდებად ე.წ. წინააღმდეგობის მოძრაობას ქმნის. მათი განცხადებით, „აგენტების შესახებ“ კანონპროექტი არ უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, ამისთვის კი საჭიროა საპროტესტო მუხტის მაქსიმალურად აწევა.

„აუცილებელია, წინააღმდეგობის მოძრაობა შეიქმნას, რომელშიც, პირველ რიგში, რიგითი მოქალაქეები გაერთიანდებიან და თავიანთ კონსტიტუციურ უფლებებს დაიცავენ.  ან ვიცავთ კონსტიტუციას, ან პირდაპირ რუსეთს ვბარდებით. დღეს ყველაფერი გვერდით უნდა გადავდოთ და ერთიანი ფრონტით, ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობით ხელისუფლებასა და მთელ მსოფლიოს უნდა  დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი იმ მონაპოვარს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრების ოცნება იყო, არავითარ შემთხვევაში არ დათმობს“ – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, ოპოზიცია ხვალინდელ საპროტესტო გეგმებზე მსჯელობს.

მსგავსი თემები