,,თუ მიიღეს ეს კანონი, თქვენთან ვეღარ ვილაპარაკებ, მეც აგენტი ვიქნები”- ამირან გამყრელიძე

,,დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება შეიკავებს თავს ამ კანონის მიღებისგან. თუ მიიღეს ეს კანონი, თქვენთან ვეღარ ვილაპარაკებ, მეც აგენტი ვიქნები,”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პარლამენტართა უმრავლესობა არ მიიღებს.

,,დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონი ვერ გავა პარლამენტში. საქართველოს პარლამენტი დარწმუნებული ვარ არ მიიღებს ამ კანონპროექტს, იმიტომ რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას და ჩვენს ისტორიულ სურვილს, რომ ჩვენ მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი. ეს კანონი საფუძველშივე ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას ამიტომ მე ვერ დავიჯერებ, რომ საქართველოს პარლამენტი შეიძლება წავიდეს საქართველოს მოსახლეობის სურვილის წინააღმდეგ,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები