,,ხვალაც იქნება საჭირო აქტიურობა”- სალომე სამადაშვილი

,,ხვალ, 10:00 საათზე ისევ ეცდებიან, რომ შეკრიბოს ბიურო და დღის წესრიგში შეიტანონ რუსული კანონის განხილვა,”- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, 18:00 საათზე გაიმართება კონსულტაციები ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის მონაწილეობით, სადაც სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.

,,ხვალაც იქნება საჭირო აქტიურობა. ჩვენ რა თქმა უნდა, ვიქნებით აქ, 10:00 საათზე, მაგრამ ასევე ვისაც შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხვალ პარლამენტთან ქართველი ხალხის ხმა გაიგონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სურთ ჩვენს ქვეყანაში რუსული კანონის მიღება და ჩვენი ევროპული მომავლის წართმევა ქართველი ხალხისთვის.

ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა ყველა ინიციატივაში, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწყებულ პროცესში იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს წინააღმდეგობის მოძრაობა ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ, დღეს 18:00 საათზე, გაიმართება მნიშვნელოვანი კონსულტაციები არასამთავრობოების, მედიის, პოლიტიკური ოპოზიციის თანამონაწილეობით. ჩვენ ერთობლივად შევაჯერებთ შემდგომ სამოქმედო გეგმას“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი თემები