,,ჩანს რასაც გიხდიან, ცალ ფეხზე მაგიტომ დგახართ”- ხუნდაძე ბურჯანაძეს

,,ჩანს რასაც გიხდიან, ცალ ფეხზე მაგიტომ დგახართ. აი, კუბილიუსი, რომ გეტყვით მაშინ დადგები ორ ფეხზე. კოჭლი სუვერენიტეტი არ ვარგა და თქვენს ხელში ეს სუვერენიტეტი შეიძლება კოჭლი იყოს,”-ამ სიტყვებით ”ხალხის ძალის” წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ სახალხო დამცველის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს მიმართა.

ხუნდაძის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი.

,,საზოგადოებამ უნდა იცოდეს ეს ყველაფერი. თუ ასე გაქვთ დასამალი, ესე იგი მართლა ყოფილა დასამალი და მართლა არის გამოსააშკარავებელი. ნუ გეშინიათ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, როცა სცენიდან მას სთხოვთ მხარდაჭერას, მან უნდა იცოდეს, ვინ ითხოვს მისგან მხარდაჭერას და უნდა გამოგიცხადოთ დამსახურებულად და არა ისე ვინ რამდენს გიხდით,”- განაცხადა ხუნდაძემ.

მსგავსი თემები