გავაკეთოთ სია, ვინც მხარს დაუჭერს კანონს ეს ადამიანები, თავისი ოჯახის წევრებით, იყვნენ სანქცირებულები – ლევან ხაბეიშვილი

,,პუტინისტებს, საქართველოს მოღალატეებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ნებისმიერ ფასად, ეს კანონი გაიტანონ,”- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  ბრძოლის და მოქმედების გარეშე არაფერი გამოვა

,,ოპოზიცია მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე ყველაფერს გააკეთებს. ჩვენ, ოპოზიციამ ვისაუბრეთ, რომ საერთო სია გავაკეთოთ – ვგულისხმობ რუსების, “რაშისტების”, პუტინისტების სიას, რომლებიც ამ კანონს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ, ეს ადამიანები თავიანთი ოჯახის წევრებით მნიშვნელოვანია, სანქცირებულები იყვნენ. მათ არ უნდა შეეძლოთ ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილება, მათ არ უნდა შეეძლოთ დელეგაციებში მონაწილეობის მიღება, მათი ოჯახის წევრებს უნდა აეკრძალოთ ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილება მარტივი მიზეზის გამო, ესენი არიან რუსები, პუტინისტები, ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს პუტინის კანონი იყოს გასული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც პარლამენტს შიგნით, ასევე პარლამენტს გარეთ, რუსული რეჟიმის დასანგრევად ვიბრძოლოთ,”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები