,,დღეს ამ პარლამენტში ფორმდება საქართველოს გასაბჭოება”- თამარ კორძაია

,,ანრი ოხანაშვილი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ამ სიმშვიდეში, ჩვენი გამოძევებით, მიიღებს კანონს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას, არათუ დემოკრატიას, საქართველოს დამოუკიდებლობას ასამარებს,”- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს გასაბჭოება ფორმდება.

,,დღეს ამ პარლამენტში ფორმდება საქართველოს გასაბჭოება. ანრი ოხანაშვილი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ამ სიმშვიდეში, ჩვენი გამოძევებით, მიიღებს კანონს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას, არათუ დემოკრატიას, საქართველოს დამოუკიდებლობას ასამარებს. დღეს, ამ პოლიციურ გარემოში, სადაც წარმოუდგენელი რაოდენობის სპეცსამსახურების თანამშრომლები დგანან, ისინი იღებენ რუსულ კანონს. რუსულ კანონს, რომლითაც ჩვენ გვიკარგავენ ჩვენ მომავალს გვართმევენ. ჩვენ ვიცავდით პროცედურებს, მე გამოვედი პატიოსნად ვსაუბრობდი კანონი, რომ იყო ცუდი, ამაზე გამითიშეს მიკროფონი და მითხრეს გაგაძევებთო”,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი თემები