,,სად გაიზარდეთ? ვინ ხართ? რა დღეში ხართ?”- ხმაური პარლამენტში

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა უკიდურესი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.

კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა თამარ კორძაიას დარბაზის დაკოვებისკენ მოუწოდა.

,,სად გაიზარდეთ? ვინ ხართ? რა დღეში ხართ? დატოვეთ დარბაზი ქალბატონო თამარ, ქალბატონო ხათუნა! “ბიჭოთი” ილაპარაკეთ სახლში!,” – მიმართა ოხანაშვილმა დეპუტატებს.

საბოლოოდ, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

მსგავსი თემები