,,თუ გგონიათ, ეს თქვენ არ გეხებათ, ცდებით, ეს კანონი საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება”- სალომე სამადაშვილი

,,ეს კანონი საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება და ეს არის ქვეყნისთვის შანსის წართმევა გახდეს თავისუფალი ნაწილი,”- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო ვეღარ მიიღებს ვერანაირ სტატუსს.

„ეს ნიშნავს, რომ მოლდოვა და უკრაინა გაწევრიანების პროცესს დაიწყებენ, საქართველო დარჩება ამ პროცესის მიღმა და ჩვენ ევროკავშირი სტატუსზე უარს გვეტყვის. ასევე ამ კანონის მიღება ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვეღარ იმუშავებს დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობი ორგანიზაციები. ქვეყანაში აღარ იარსებებს რესურსი, ვინც არჩევნებს დააკვირდება. ეს კანონი ნიშნავს, რომ თქვენ სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, სოფელში თუ ქალაქში, ვეღარ მიიღებთ ვერანაირ დახმარებას იმ უზარმაზარი თანხებიდან, რომელსაც დასავლეთი 30 წლის განმავლობაში გამოყოფდა. თუ გგონიათ, ეს თქვენ არ გეხებათ, ცდებით. ეს კანონი საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება და ეს არის ქვეყნისთვის შანსის წართმევა გახდეს თავისუფალი ნაწილი. მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოვუწოდებ, რადგან თუ შვილების მომავალი გაღელვებთ, ამ კანონპროექტის მიღება დიდი პრობლემაა“,- განაცხადა  სამადაშვილმა.

მსგავსი თემები