,,გასამხედროებული რეჟიმია პარლამენტში, ჯერ ვერ იწყება სხდომა”- ანა ნაცვლიშვილი

„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით,  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჯერ ვერ იწყება. როგოც ნაცვლიშვილის წერს, ოპოზიციის დეპუტატებისთვის ადგილები არაა დარბაზში.

,,გასამხედროებული რეჟიმია პარლამენტში, სწორია – გასაბჭოების ჟანრის ლოგიკაა ასეთი!

ჯერ ვერ იწყება სხდომა, ოპოზიციის დეპუტატებისთვის ადგილები არაა დარბაზში!,”- წერს ანა ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტის შენობაში  დაშვების შეზღუდული რეჟიმი მოქმედებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს.

მსგავსი თემები