,,უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ნეოკოლონიალურია”- ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის ნეოკოლონიალურია. მისი თქმით, რუსეთს უკრაინის ეკონომიკური ექსპლუატაცია სურს.

დუდას თქმით, რუსებს მეზობლების დაპყრობა და ექსპლუატაცია სურს, რაც ისტორიული კოლონიალიზმის გაგრძელებაა.

„იმპერია იტაცებს ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს და აგზავნის მათ რუსეთის სიღრმეში. უკრაინელები ამტკიცებენ, რომ რუსებმა 100 000-ზე მეტი ბავშვი გაიტაცეს. თუ ვინმე არ დაემორჩილება მის ნებას, იმპერია კლავს. ეს ნაცნობი არ არის? ეს არ მოხდა მრავალი ქვეყნის ისტორიაში? ამას ღიად ვამბობ, რადგან წარსულში პოლონეთი მეზობელი იმპერიების სასტიკი პოლიტიკის მსხვერპლი იყო“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

მსგავსი თემები