,,სავსეა პარლამენტი სუსით, სპეც დაცვის თანამშრომლებით, კრიმინალური პოლიციით, გადატენილია დერეფნები”- ანი წითლიძე

,,სავსეა პარლამენტი სუსით, სართული არ არის სადაც არ ზიან, გადატენილია დერეფნები,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანი წითლიძე წერს.

მისი თქმით, ხელისუფლება რომელსაც ასე სჭირდება დაცვა საკუთარი ხალხისგან – ხელისუფლება არ არის

,,სავსეა პარლამენტი სუსით, სპეც დაცვის თანამშრომლებით, კრიმინალური პოლიციით. სართული არ არის სადაც არ ზიან. გადატენილია დერეფნები.

საშვთა ბიურო ჩაკეტილია. ხელისუფლება რომელსაც ასე სჭირდება დაცვა საკუთარი ხალხისგან – ხელისუფლება არ არის.

მშიშრები! მორევაზე არიან”,- წერს ანა წითლიძე.

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტის შენობაში  დაშვების შეზღუდული რეჟიმი მოქმედებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. ამის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მსგავსი თემები