,,არა რუსულ კანონს”- პარლამენტთან აქცია იმართება

არა რუსულ კანონს! – ამ სახელწოდებით საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს.

ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დარბაზთან უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად გაძლიერებულია. ჟურნალისტებს დარბაზთან მიახლოების საშუალება არ ეძლევათ.

ხუთშაბათს, აღნიშნული კანონპროექტის განხივლა ხმაურის, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

მსგავსი თემები