დღეს, პარლამენტში შესვლა შეზღუდულია, უსაფრთხოების დამატებითი ზომები გამკაცრდა

საქართველოს პარლამენტი  უსაფრთხოების დამატებითი ზომებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 6 მარტს საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი.

შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ღონისძიებებზე შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ დამსწრე პირებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“ – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტის განხილვა დრეს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე იგეგმება. საპროტესტო აქციისთვის და კომიტეტის სხდომის ჩასაშლელად ემზადება ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი.

 

მსგავსი თემები