საუდის არაბეთმა უკრაინას 100 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის განცხადებით, საუდის არაბეთმა უკრაინას 100 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა.

,,მადლობელი ვართ საუდის არაბეთის, უკრაინის მხარდაჭერისთვის. ეს დახმარება აჩვენებს ჩვენს ქვეყნებს შორის სოლიდარობასა და მხარდაჭერას,” – წერს ერმაკი.

დახმარება მოიცავს 135 მძლავრ გენერატორს, თბილი საბნებს, ჰიგიენის საშუალებებს.

 

მსგავსი თემები