ჯო ბაიდენს კანის ავთვისებიანი სიმსივნის მოსაცილებლად ოპერაცია ჩაუტარდა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კანის ავთვისებიანი სიმსივნის მოსაცილებლად ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ექიმი, კევის ოკონორი ავრცელებს.

მისი თქმით, ჯო ბაიდენს ოპერაცია 16 თებერვალს უოლტერ რიდის სახელობის სამედიცინო ცენტრში ჩაუტარდა და შედეგად ყველა დაზიანებული ქსოვილი მოცილებულია.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტს დამატებითი მკურნალობის ჩატარება არ დასჭირდა და ის სრულიად ჯანმრთელია.

 

 

მსგავსი თემები