რუსეთმა ომში დაახლოებით 152 190 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსეთმა ომში დაახლოებით 152 190 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 152 190; ​ტანკი – 3 409; ჯავშანტექნიკა – 6 683; საარტილერიო სისტემა – 2 414; სარაკეტო სისტემა – 487; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 247; თვითმფრინავები – 302; ვერტმფრენი – 289; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი -2 066; საკრუიზო რაკეტები – 873; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 289; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 230.

მსგავსი თემები