იუსტიციის სამინისტრო მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარს მხრიდან გაკეთებულ განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ეხმიანება. როგორც სამინისტროში განმარტავენ, სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვების საკითხი მინისტრთან არ განხილულა.

„საფუძველს მოკლებულია განცხადება, თითქოს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი მედიკოსების დაშვება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა“ – აღნიშნულია განცხადებაში, სადაც დაკონკრეტებულია მინისტრის შეთავაზება, რაც 29 ნოემბერს რატი ბრეგაძემ გააჟღერა.

„ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა: „გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელიც ჩაერთვება მის მკურნალობაში”, – ვკითხულობთ  განცხადებაში.

დღეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ და სააკაშვილის დედამ განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, საქართველოში უახლოეს დღეებში პოლონელი ექიმები ჩამოვლენ.

 

მსგავსი თემები