„ეს არის თვალის ახვევა“ – სალომე ლოლუა სერთიფიკატშეჩერებული ექიმების გადამზადებაზე (ვიდეო)

„ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ, „მედიაცენტრ მთავარში,“ ქვეყანაში სერთიფიკატშეჩერებულ ექიმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ერთგვარი მახინჯი ტენდენცია, რომელის აქტიურად გრძელდება. მისივე შეფასებით, ექიმებს, რომლებსაც სერთიფიკატებს დროებით უჩერებენ, ვალდებულება აქვთ, გარკვეული კურსები გაიარონ, თუმცა, არავითარი კურსების გავლა არ ხდება, იხდიან ფულს და იღებენ დოკუმენტს.

„ხშირ შემთხვევებში,  როდესაც ექიმებს დროებით, 2, 3 თუ 6 თვით უჩერებენ სერთიფიკატს, სასამართლოში არ დაობენ, რადგანაც სასამართლო დიდხანს იწელება, წელიწადზე მეტი სჭირდება და ამიტომ, ურჩევნიათ, დავა არ დაიწყონ, გადახადონ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის საფასური, რაც ამ პერიოდში სავალდებულოა მათთვის და შემდგომ ისევ გააგრძელონ მუშაობა“ – განაცხადა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე შეფასებით,  ექიმები ამ კურსებში ფულს ტყუილად იხდიან.

„სერიოზული პრობლემაა, ეს კურსები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არავითარ უნარ-ჩვევებს და ახალს ექიმის არ მატებს ეს კურსი.  ეს არის უბრალოდ ტყულად გადაყრილი ფული და ფურცელზე დაწერილი, რომ ეს კურსი ვითომ გაიარა.  არავითარი მონიტორინგი და კონტროლი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არ ხდება, რისი სწავლება ხდება  ამ კურსებზე, არადა, კურსების ჩატარებას ჯანდაცვის უწყება კურირებს. მიდიან ექიმები, იხდიან კურსის საფასურს და კურსის ბოლოს იღებენ სერთიფიკატს, რომ ეს კურსი გაიარეს. ეს არის თვალის ახვევა“ – განაცხადა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“.

დროებით ან სამუდამოდ სტატუსი 11 ექიმს შეუჩერდა – სალომე ლოლუა “მედიაცენტრ მთავარში”

 

მსგავსი თემები