,,კანონი, ინიციატივა, ქმედება გვაშორებს ქვეყნის მთავარ, ისტორიულ მიზანს ე.ი. მავნებლობაა, ღალატია”- ბიძიინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგი და იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება. მისი თქმით, კანონი რუსულია.

,,ბევრი მსჯელობა არაა მგონი საჭირო, რაიმე კანონი, ინიციატივა, ქმედება გვაშორებს ქვეყნის მთავარ, ისტორიულ მიზანს ე.ი. მავნებლობაა, ღალატია და არაკონსტიტუციურია.

მესმის მსგავსი კანონი არსებობს ამერიკაში და რუსეთშიო. პირველი იცავს ამერიკას 1938 წლიდან ნაცისტური, საბჭოთა და ტერორისტული საფრთხეებისგან. მეორე კანონი „იცავს“ რუსეთს ამერიკის და ევროკავშირისგან.

ჩვენს ქვეყანაში კანონი „დაიცავს“ ქვეყანას ასევე ამერიკისგან და ევროკავშირისგან მომავალი საფრთხეებისგან. ლოგიკა მარტივია – კანონი მაშასადამე რუსულია”,- წერს სოციალურ ქსელში ბიძინა კულუმბეგოვი.

მსგავსი თემები