დროებით ან სამუდამოდ სტატუსი 11 ექიმს შეუჩერდა – სალომე ლოლუა “მედიაცენტრ მთავარში”

მხოლოდ წინა თვეში საქართველოში, პროფესიული განვითარების საბჭოზე 14 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა – ამის შესახებ „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

,,ერთი წლის მანძილზე გერმანიაში 14 საჩივარი დაფიქსირდა, მაშინ როცა მხოლოდ წინა თვეში საქართველოში, პროფესიული განვითარების საბჭოზე 14 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. ამ 14 ექიმიდან, 11 შეუჩერეს სერთიფიკატები.

არის ერთი კონკრეტული შემთხვევა, რომელიც ლეტალურად დასრულდა. ამ საქმესთან დაკავშირებით, ხუთ ექიმს სამუდამოდ შეუჩერდა სერთიფიკატი. ერთ-ერთი არის ანესთეზიოლოგი, სამუდამოდ შეჩერებული სერთიფიკატით, მას ელოდება რამდენიმე თვიდან წლამდე სასამართლო, რომ დაამტკიცოს თავი უდანაშაულობა. ამ პერიოდში კი მოკლებულია თავის პროფესიულ განვითარებას. ეს არი ტენდენცია,”- განაცხადა სალომე ლოლუამ ,,მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში ექიმები დავას არ იწყებენ და ამის ნაცვლად, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გადიან.

,,ხშირად, როდესაც შეჩერებული სერთიფიკატი ორი ან სამი თვით, ექიმები არ მიდიან დავაზე, ურჩევნიათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაიარონ, რაც სავალდებულოა. ეს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები არავითარ ახალ უნარ-ჩვევებს არ მატებს ექიმს. ეს არის ტყუილად გადაყრილი ფული. ფურცელზე დაწერილია, რომ ვითომდა ექიმმა გაიარა გარკვეული კურსი. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არ ხდება კონტროლი, თუ რა ისწავლეს ამ კურსებზე“,- განაცხადა სალომე ლოლუამ ,,მედიაცენტრ მთავარში“.

დროებით ან სამუდამოდ სტატუსი 11 ექიმს შეუჩერდა – სალომე ლოლუა “მედიაცენტრ მთავარში”

 

 

როგორ უჩერებს პროფესიული განვითარების საბჭო ექიმებს სერტიფიკატებს – სალომე ლოლუა „მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები