,,საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სიტუაციას აკონტროლებს”- ასლან ბჟანია

,,საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სიტუაციას აკონტროლებს,”-  ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.

,,საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სიტუაციას აკონტროლებს, მაგრამ ოპოზიცია აფხაზეთში არაერთი ცუდი მოვლენის მოწყობას გეგმავს. რაღაცის შეჩერება მოვახერხეთ,”- განაცხადა ბჟანიამ.

ბჟანიას თქმით, უსაფრთხოება ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა.

„უსაფრთხოება ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება და პრევენციული ზომები არასდროს იქნება ზედმეტი,”- აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები