,,გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა”- ლევან ხაბეიშვილი

,,ერთი ხელის გაწვდენაზეა ჩვენი გამარჯვება, ოღონდ ამას უნდა მოქმედება და ბრძოლა, რასაც ჩვენ გავაკეთებთ“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ”ხალხის ძალის” ინიცირებული კანონის განხილვა იქნება, იბრძოლებენ  ბოლომდე.

„ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანა არის გადასარჩენი. დაველაპარაკებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პროევროპული კურსი. ცხადია, ყველა პარტიასთან გვექნება ურთიერთობა, ვიქნებით კომუნიკაციაში. მთავარია, ყველამ გადავდოთ ერთმანეთთან დამოკიდებულებები, ის არ მინდა, ის არ მომწონს, ამასობაში რუსეთი იპყრობს საქართველოს და ოკუპაციას ახდენს არა 20 პროცენტის, არამედ მთლიანად ქვეყნის. ამ საქმეში უნდა ვიყოთ ერთიანი. ვინც აქ რამე განსხვავებულს იტყვის და რამეს ყოფს, ემსახურება რუსეთის საქმეს.

ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას, მოქმედებას და ამას ნახავთ, როგორც ნახეთ, მაგალითად, გუშინ. ჩვენ არ ვაპირებთ მარტივად რამის დათმობას, არათუ დათმობას, ვაპირებთ, საბოლოო ჯამში, გამარჯვებას. არავის დავტოვებთ მარტო, არაფრის შეგეშინდეთ. მეტიც, ერთი ხელის გაწვდენაზეა ჩვენი გამარჯვება, ოღონდ ამას უნდა მოქმედება და ბრძოლა, რასაც ჩვენ გავაკეთებთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები