,,ჯანდაცვის მინისტრს არ აქვს სამედიცინო განათლება და ხშირ შემთხვევაში ხდება ერთპიროვნული, ემოციური გადაწვეტილებების მიღება”- სალომე ლოლუა „მედიაცენტრ მთავარში”

,,პროფესიული განვითარების საბჭოს ხელმძღვანელი არის ჯანდაცვის მინისტრი, მას არ აქვს სამედიცინო განათლება და ხშირ შემთხვევაში ხდება ერთპიროვნული, ემოციური გადაწვეტილებების მიღება,”- ამის შესახებ  „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარე სალომე ლოლუა „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილებები, რომელიც პროფესიული განვითარების საბჭოს გამოაქვს გარკვეულ ღრმა სამედიცინო შესწავლებს არის მოკლებული.

,,მნიშვნელოვანია ტენდენციურობა, რომელიც აღინიშნება დღევანდელი მინისტრის პირობებში. ხშირად საუბრობენ, რომ ის იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს. პროფესიული განვითარების საბჭოს ხელმძღვანელი არის ჯანდაცვის მინისტრი, მას არ აქვს სამედიცინო განათლება და ხშირ შემთხვევაში ხდება ერთპიროვნული, ემოციური გადაწვეტილებების მიღება. აქედან გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ, რომ გადაწყვეტილებები, რომელიც პროფესიული განვითარების საბჭოს გამოაქვს გარკვეულ ღრმა სამედიცინო შესწავლებს არის მოკლებული,”- განაცხადა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში”.

როგორ უჩერებს პროფესიული განვითარების საბჭო ექიმებს სერტიფიკატებს – სალომე ლოლუა „მედიაცენტრ მთავარში”

დროებით ან სამუდამოდ სტატუსი 11 ექიმს შეუჩერდა – სალომე ლოლუა “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები