,,ამ კანონისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ევროკავშირისა და ნატო-ს წინააღმდეგ ხმის მიცემას”- პაატა მანჯგალაძე

„ხალხის ძალის“ კანონპროექტებს ვინმე თუ მხარს დაუჭერს პირველი მოსმენით პარლამენტში, ეს ნიშნავს ხმის მიცემას ევროკავშირისა და ნატო-ს წინააღმდეგ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ”ამ კანონზე ხმის მიცემა იმ ფილოსოფიიდან გამომდინარე, რომ დასავლეთიდან დაფინანსებულ ადამიანებს არქმევ „აგენტს“, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე მხარე ხარ და შენ ხარ რუსი“.

„ვისაც ეჭვი ეპარებოდა, გუშინ ყველამ ნახა „ქართული ოცნების“ სახე. როცა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტები იწონებს კანონპროექტებს, რომელზეც ამერიკა ამბობს, რომ ამ კანონპროექტებზე ხმის მიცემა ნიშნავს ევროპის და ნატო-ს წინააღმდეგ ხმის მიცემას, ეს არის წითელი ხაზი. ეს არის წყალგამყოფი, რომ თუ ვინმე ამ კანონპროექტებს მხარს დაუჭერს პირველი მოსმენით პარლამენტში, ამ კანონისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ევროკავშირისა და ნატო-ს წინააღმდეგ ხმის მიცემას. კანონი რუსულია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები