,,ხალხი გამოვა მასშტაბურ აქციაზე“- მამუკა ხაზარაძე

,,შეიქმნება საზოგადოებრივი წინააღმდეგობის მოძრაობა”- მის შესახებ „ლელოს“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რუსულია და ამერიკასთან კავშირი არ აქვს.

„არ დავთმობთ ევროპულ არჩევანს. გაერთიანების დროა, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება საზოგადოებრივი წინააღმდეგობის მოძრაობა. „ლელო“ იწყებს თანამშრომლობას საზოგადოებრივ და პოლიტ ჯგუფებთან. მხარს დაუჭერს ყველა აქტივობას ამ კანონის ჩასაგდებად. ინტენსიურად იმუშავებენ საერთაშორისო საზოგადოებასთან, რომ ამ კანონის ყველა მხარდამჭერი დასანქცირდეს. სხდომაზე რომ გავა კანონი, ხალხი გამოვა მასშტაბურ აქციაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი თემები