,,ნახევარ დღეზე მეტხანს ადამიანს ჰქონდა მეტყველება წართმეული”- გიული ალასანია

,,შედეგი მოსალოდნელი რაც იყო, ის მივიღეთ, სხვა ამ რეალობაში სადაც ვცხოვრობთ, სხვა შედეგი შეიძლება ყოფილიყო?! არ ვიცი ადვოკატები რას გეგმავენ, ჩემ შვილს დაველაპარაკები,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს ნახევარ დღეზე მეტხანს მეტყველება ჰქონდა წართმეული.

,,კატასტროფული მდგომარეობა იყო, ნახევარ დღეზე მეტხანს ადამიანს ჰქონდა მეტყველება წართმეული, და მე არ ვიცი ამაზე მძიმე მდგომარეობა არის გარდაცვალება, არ ვიცი კლინიკა როგორ შეფასებებს იძლევა, მე ჩემი შეფასება მაქვს,”- განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები