უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, რუსეთმა ომში დაახლოებით 151 370 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 151 370; ტანკი – 3 405; ჯავშანტექნიკა – 6 673; საარტილერიო სისტემა – 2 402; სარაკეტო სისტემა – 484; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 247; თვითმფრინავები – 301; ვერტმფრენი – 289; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 061; საკრუიზო რაკეტები – 873; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 281; გემი/ნავი/კატარღა – 18; სპეციალური აღჭურვილობა – 230.