პარლამენტთან ჟურნალისტები დააკავეს

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არაერთხელ მოხდა, 2 ჟურნალისტი დააკავეს. დაკავებულია ,,პუბლიკას” დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი.

დაშავებულია “ტვ პირველის” ოპერატორი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

ჟურნალისტები დაკავებული კოლეგების გათავისუფლების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იკრიბებიან, მათ აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის შენობასთან გააჟღერეს.

აქციაზე კიდევ 4 დემონსტრანტი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. მათ ადმინისტრაციულ კანონდარღვევას ედავებიან.

 

მსგავსი თემები