შსს ადასტურებს, რომ პარლამენტთან 4 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის შენობასთან 4 ადამიანი დააკავეს. ისინი აქციის მონაწილეები არიან, რომლებიც პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ.

ოთხივე დაკავებულს ადმინისტაციული წესით ედავებიან. პარლამენტთან აქცია ამ დრომდე გრძელდება. პერიმეტრზე მობილიზებულია სამართალდამცველები.

“ამ დროისთვის ადმინისტრაციულად დაკავებულია 4 ადამიანი. წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობის ფაქტზე” – აცხადებს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე.

 

მსგავსი თემები