პარლამენტთან მიმდინარე პროცესებზე შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის შენობასთან მობილიზებულ აქციის მონაწილეებს მიმართავს და მოუწოდებს, ნუ გაცდებიან სამართლებრივ ნორმებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

ამასთანავე, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო ყველა შესაბამის ზომას მიმართავს და კანონის ფარგლებში სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“ – აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტთან დაკავებები დაიწყო, რამდენიმე ადამიანი გაიყვანეს

მსგავსი თემები