დეპუტატებს „სირცხვილის კორიდორში“ გაატარებენ

საქართველოს პარლამენტის შიგნით და გარეთ ამ დრომდე ხმაურია. შიგნით, სადაც ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს იხილავენ, პოზიცია ოპოზიცია ერთმანეთს ლანძღავს, გარეთ კი ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და მათი მხარდამჭრები არიან შეკრებილები და საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც აქციაზე გაჟღერდა, პარლამენტიდან გამოსულ უმრავლესობისა და „ხალხის ძალის“ დეპუტატებს, რომლებიც „რუსულ კანონს“ უჭერენ მხარს, „სირცხვილის კორიდორში“ გაატარებენ.

“ხალხის ძალის” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, რომლებიც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ, „სირცხვილის კორიდორში“ მოუწევთ გავლა. პარლამენტის სამ გამოსასვლელთან გავნაწილდებით და მოვაწყობთ „სირცხვილის კორიდორს“. არ დავიშლებით, არ დავიძინებთ და საქართველოს გავათავისუფლებთ”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

 

მსგავსი თემები