„თავში ქვა უხლია ყველანაირ კელი დეგნანს“ – ნანა კაკაბაძე ამერიკის ელჩზე

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას – „უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ“ ესწრება. როგორ კაკაბაძებ აღნიშნა, რა თქვა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით კელი დეგნანმა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის სისულელეებს ლაპარაკობს.

„ამ საზოგადოებას, ვისაც აქ ვუსმენდი, ეს კანონი არც აღელვებს. საერთოდ. რა ღირებულებებზე მელაპარაკებით და რა უფლებებზე ლაპარაკობთ ის ადამიანები, რომლებსაც არაფერი გაგაჩნიათ დედამიწის ზურგზე? თავმოყვარეობა არ გაგაჩნიათ, ღირსება არ გაგაჩნიათ, ზიხართ აქ და ვაჭრობთ, რომ  ეს არის ამერიკული. ამერიკამ თქვა, 27-მა ქვეყანამ თქვა და ასეა. რა არის ეს მონური დამოკიდებულება.

რა მნიშვნელობა აქვს ამერიკული არის თუ არა ეს კანონი. დიახ, ბარბაროსულია ამერიკის კანონმდებლობის უმეტესობა და მე მას არ ვეთანხმები. ჩვენი სტანდარტი არის ევროპული და არა ამერიკული. აქედან უნდა ამოვიდეთ და არა იქიდან თუ რა თქვა კელი დეგნანმა. თავში ქვა უხლია ყველანაირ კელი დეგნანს,  რა თქვა და სისულელეების მეტი არაფერი არ თქვა. კი ბატონო, ამერიკას წარმოადგენს მაგრამ სისულელეებს ლაპარაკობს“ – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ კანონპროექტის განხილვაზე.

მსგავსი თემები