„მე არ მინდა ისეთი ევროპა, ვინც მაძალებს“ – მიშა ყაველაშვილი

დაპირისპირება პარლამენტში 3 საათზე მეტია გრძელდება. ამჯერად ერთმანეთს დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი და თაკო ჩარკვიანი დაუპირისპირდნენ.

„თქვენ, ქალბატონო თაკო მოსმენა არ იცით. მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, თქვენ ან გაგება არ იცით, ან მოსმენა არ იცით, მე არ ვლაპარაკობ, რომ ევროპა არ მინდა, მე ვლაპარაკობ, რომ არ მინდა ისეთი ევროპა, ვინც მაძალებს უკანონობას. დიახაც არ მინდა ესეთი ევროპა, რომ ვეზიარო. ეს არის ჩემი ღირსება, ეს არ არის ევროპა. სირცხვილია, ასეთი ევროპა არ მინდა მე“ – მიმართა ყაველაშვილმა თაკო ჩარკვიანს.

 

მსგავსი თემები