„შენ „ვაფშე” დაახვიე აქედან“ – ყაველაშვილი ანა წითლიძეს

„მონა“, „ნაძირანა“, „დავაი დაახვიე“, „თავი არ მაგინებინო“ – ეს იმ სიტყვების მცირე ჩამონათვალია, რად დღეს პარლამენტის შენობაშ ისმოდა. პოზიცია-ოპოზიცია ერთმანეთს არა მხოლოდ სიტყვიერად, ფიზიკურადაც დაუპირისპირდა.

ქალები კაცებს, კაცები ქალებს, ქალები ქალებს და კაცები კაცებს არაფერს აკლებდნენ. ქალებმა ერთმანეთს წყალიც კი შეასხეს.

„შენ „ვაფშე” დაახვიე აქედან“ –  ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ანა წითლიძეს.

ეს დაპირისპირება კი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მოჰყვა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობას“ ეხება.

დაპირისპირება პარლამენტში თითქმის 3 საათია გრძელდება.

 

მსგავსი თემები