„მონა, მონა, მონა ხართ ქალბატონო ეკა“ – დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტში ამ წუთამდე ხმაურითა და დაპირისპირებით გრძელდება „ხალხის“ ძალის“ კანონპროექტის განხილვა, რომელიც უცხოეთის აგენტების შესახებ რეესტრის შექმნას ეხება.

დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.

დეპუტატს, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელს. რომელიც კანონპროექტს ლობირებს და სიტყვით გამოდის, ოპოზიციონერი დეპუტატები შეძახილებით „ამკობენ“.

„შე მოღალატე შენა“ – ეძახიან დეპუტატ ეკა სეფაშვილს.

„მოღალატის ხმა მესმის“ – პასუხობს დეპუტატი სეფაშვილი.

“უნამუსო ადამიანები”, “ეკლესიის მაგინებლები”. “მონები”…

შეგახსენებთ, რომ დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატები ძალით გაიყვანეს. დარბაზში ფიზიკურ დაპირისპირებას ინვენტარიც შეეწირა.

მსგავსი თემები