,,ქართულმა ოცნებამ“ სამარცხვინოდ ჩახერგა შესასვლელი, არავის აძლევენ საშუალებას, რომ კომიტეტის სხდომაზე შევიდნენ”- ლევან ბეჟაშვილი

,,ქართულმა ოცნებამ“ სამარცხვინოდ ჩახერგა შესასვლელი, არავის აძლევენ საშუალებას, რომ კომიტეტის სხდომაზე შევიდნენ და მონაწილეობა მიიღონ,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა  ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ შეიქმნან ისეთი გარემო, სადაც არ იქნება დავა და კამათი.

„ხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამარცხვინოდ ჩახერგა შესასვლელი, არავის აძლევენ საშუალებას, რომ კომიტეტის სხდომაზე შევიდნენ და მონაწილეობა მიიღონ. საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ჟურნალისტებისა და მედის წარმომადგენლების დასწრებაზე. ნახეთ, როგორი პიკეტები მოაწყეს და პრაქტიკულად, შეუძლებელია შესვლა. არ უნდათ, შეიქმნან ის დისკომფორტი, რაც ამ განხილვას შეიძლება მოჰყვეს, რა სიმართლეც უნდა გაჟღერდეს ყველა დაინტერესებული მხარის მხრიდან ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ამიტომ, მაქსიმალურად ცდილობენ, შეიქმნან ისეთი გარემო, სადაც არ იქნება დავა და კამათი, მაგრამ მერწმუნეთ, კომიტეტის სხდომა ასე ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ ჩატარდება, რადგან თანამედროვე საქართველოში, ოცდამეერთე სუკუნეში, სადაც საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი ევროპული მომავლის მომხრეა, შეუძლებელია, დავუშვათ ამ კანონის მიღება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

მსგავსი თემები