,,კრიზი ჰქონდა გუშინ, მეტყველება წაერთვა საერთოდ” – გიული ალასანია

,,ისე ცუდადაა, საჭმლის დანახვა არ უნდა საერთოდ. ყველაფერი უკანკალებს”,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს გუშინ კრიზი ჰქონდა.

,,სააკაშვილს ჰქონდა კრიზი გუშინ, მეტყველება წაერთვა საერთოდ და რომ თენდებოდა, მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა. აი ეს არის მისი მდგომარეობა. ისე ცუდადაა, საჭმლის დანახვა არ უნდა საერთოდ. ყველაფერი უკანკალებს”. – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები