ოკუპანტების მიერ დაკავებული ლაშა ხეთერელი გათავისუფლდა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ლაშა ხეთერელი პატიმრობიდან რამდენიმე საათის უკან გათავისუფლდა.

„ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობს მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად“, – აღნიშნავს სუს-ის ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები