„თუ არ დაემორჩილება რეკომენდაციებს, მისი მდგომარეობა გაუარესდება“ – მინისტრი სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავშირებულია რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობასთან. როგორც რატი ბრეგაძე აცხადებს, თუ სააკაშვილი ასე გააგრძელებს, მისი მდგომარეობა გაუარესდება.

„თუ მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება. ამ საკითხს არავითარი კავშირი აქვს პოლიტიკასთან. ეს არის სასჯელის მოხდა დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოში.  ეს არის პირველი, რაც უნდა გაკეთდეს ყველას მხრიდან – შეწყდეს საკითხის პოლიტიზება. მეორე, როდესაც ადამიანს სურს, რომ გამოჯანმრთელდეს, ის უნდა დაემორჩილოს მკურნალი ექიმების რეკომენდაციებს. ეს არის მეორე, კატეგორიული მოთხოვნა და ამ სიტუაციიდან გამოსავალი. თუ ის არ დაემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება”, – განაცხადა მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

 

მსგავსი თემები