„ჯერ კიდევ არის დრო, იმედი გვაქვს, საქართველო არ მიიღებს ამ ტიპის კანონს“ – შვედეთის ელჩი

„ხალხის ძალის“ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, შვედეთს ელჩი საქართველოში კომენტარს აკეთებს და ა,ბობს, რომ ეს კანონი არ არის თავსებადი ევროკავშირის ღირებულებებთან.

როგორც ურლიკ თიდესტრომი აცხადებს, საქართველოს შეუძლია სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და უარი თქვას ამ კანონზე.

„შეშფოთებული ვართ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. გვჯერა და უკვე განვაცხადეთ კიდეც, რომ ამ სახის კანონი შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან, შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან.  ჯერ კიდევ არის დრო. იმედი გვაქვს, საქართველო არ მიიღებს ამ ტიპის კანონს. იმედი გვაქვს,  რომ საქართველო თავისი ენერგიისა და ძალისხმევის ფოკუსირებას მოახდენს იმ რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც შესაბამისობაშია 12 პუნქტთან, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამისობაშია გაცხადებულ მიზნებთან, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა“ – განაცხადა შვედეთმა დიპლომატმა.

 

მსგავსი თემები