„დემარში შეთანხმებული იყო ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასთან“ – შვედეთის ელჩი

შვედეთის ელჩი საქართველოში ურლიკ თიდესტრომი, იუსტიციის მინისტრთან შეხვედრასა და დემარშის გადაცემასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ დემარში შეთანხმებული იყო ევროკავშირის წევრს ყველა ქვეყანასთან.

„საქართველოს იუსტიციის მინისტრს გადავეცით ევროკავშირის ერთობლივი დემარში. ეს დემარში შეთანხმებული იყო 27 წევრ ქვეყანასთან. ჩვენ ეს გავაკეთეთ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობასთან დაკავშირებულ მოხსენებაზე შეშფოთების გამო“ – განაცხადა შვედეთის ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროში მინისტრ ბრეგაძესთან ევროკავშირისა და შვედეთის ელჩების შეხვედრა გუშინ შედგა.  შეხვედრის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა განცხადება გააკეთა, რომ საუბრის თემა მიხეილ სააკაშვილის სხვა ქვეყანაში გადაყვანა არ ყოფილა.

მსგავსი თემები