,,საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს”- დმიტრო კულება

,,საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, რაც უნდათ ის იფიქრონ, მაგრამ, ჩემთვის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ის არის უკრაინის მოქალაქე და მე ვიბრძოლებ მისთვის”,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებას თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე უკრაინის ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მწვავეა.

,,სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე უკრაინის ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მწვავეა. საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ დაიცავენ მის უფლებებს, ისივე როგორც იმ სხვა ადამიანების უფლებებს, რომლებსაც უკრაინის პასპორტები აქვთ”,- განაცხადა დმიტრო კულებამ.

მსგავსი თემები