,,ვენეციის კომისიაში გააგზავნიან და წავა ეს კანონი მოუსავლეთში”- იაგო ხვიჩია

,,არ მჯერა, რომ ამ კანონს მიიღებენ, ვენეციის კომისიაში გააგზავნიან და წავა ეს კანონი მოუსავლეთში,”- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი პროპუტინისტურის და არ მიიღებენ.

„კანონპროექტი შეგნებულად არის პროპუტინისტური, რომ ამას დისკუსია გამოეწვია. თუ ამ კანონს მიიღებენ მასზე ვეტო, რა თქმა უნდა, დასადებია, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ამ კანონს მიიღებენ, ვენეციის კომისიაში გააგზავნიან და წავა ეს კანონი მოუსავლეთში, მაგრამ ამ დროს ჩავლილი იქნება ჯარის რეფორმა და თქვენს ოპერატორებს, შეყვარებულებს, საყვარლებს იძულებით წაასხამენ ჯარში”,- განაცხადა ხვიჩიამ.

მსგავსი თემები