,,არ მახსენდება არც ერთი დემარში მაშინ, როდესაც მართლა აწამებდნენ პატიმრებს”- არჩილ თალაკვაძე

,,სამწუხაროდ, არ მახსენდება არც ერთი დემარში მაშინ, როდესაც მართლა აწამებდნენ პატიმრებს, როდესაც სააკშვილის პტეზიდენტობის პერიოდში მართლა ჯანდაცვის და არაადამიანური მოპყრობის გამო კვდებოდნენ პატიმრები,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ყოველი იმ განცხადების უკან, რომელიც სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე გვესმის, სინამდვილეში დგას გათავისუფლების მიზანი.

„მჯერა, რომ უახლოეს დღეებში ეს შეხვედრა შედგება. რაც შეეხება გადაყვანას, არაერთხელ გვითქვამს, რომ ყოველი იმ განცხადების უკან, რომელიც მის სამკურნალოდ გადაყვანაზე გვესმის, სინამდვილეში დგას გათავისუფლების მიზანი. მიზანი არის, როგორმე ის გაარიდონ მართლმსაჯულებას, რომელიც სამართლიანმა სასამართლომ, მათ შოროს სტრასბურგის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ უხეშად დაირღვა კანონი და უმძიმეს დანაშაულებს ჰქონდა ადგილი. ყველამ უფრო მეტი ძალისმევა უნდა მიმართონ იმისკენ, რომ მან აღადგინოს სრულფასოვანი კვება, სრულფასოვანი თანამშრომლობა ექიმებთან მკურნალობის პროცესში. პრობლემა სწორედ ეს არის და არა მისი გათავისუფლება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ევროკავშირის ელჩმა იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული დემარში გადასცა

მსგავსი თემები