„დასავლეთს ერთი მიზანი აქვს – ყოფილი საბჭოთა კავშირის და მისი ძირითადი ნაწილის, რუსეთის დაშლა“ – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დასავლეთს რუსეთის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. პუტინი ამტკიცებს, რომ დასავლეთი მხოლოდ ერთი მიმართულებით ისწრაფვის და ეს სწრაფვა რუსეთის დაშლაა.

„დასავლეთს ერთი მიზანი აქვს – ყოფილი საბჭოთა კავშირის და მისი ძირითადი ნაწილის – რუსეთის დაშლა. ამის შემდეგ, იქნებ მათ მიგვიღონ ე.წ. ცივილიზებული ერების ოჯახში“ – ასეთია ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის გზავნილი.

პუტინს არც ნატო დაუტოვებია კრიტიკის გარეშე და აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დანაშაულია.

მისი თქმით, ვინც რუსეთის გახლეჩვას შეეცდება, მკაცრად დაისჯება და პასუხს აგებს.

მსგავსი თემები